LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იჯდე იმ ხალხთან, ვინც შენს ლიდერს წამებით კლავს, რთულია“ – გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის პარლამენტიდან გამოსვლაზე

158
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად უნდა გაემიჯნოს“. როგორც  „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, „აქ პირველ რიგში, ოპოზიციის პარლამენტიდან გამოსვლა იგულისხმება“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იზოლაცია უნდა მოხდეს.

მარგველაშვილის აზრით, „რთულია იმ ხალხთან იჯდე, ვინც შენს ლიდერს წამებით კლავს“.

„პირველ რიგში ეს არის პარლამენტიდან გამოსვლა. ამით იწყება ეს პროცესი. ვისთან შედიხარ დებატებში პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სადისტები არიან ხო?

რას განიხილავ მათთან? კანონპროექტებს, ძაღლების რომელი ჯიში აიკრძალოს თუ აი რას განიხილავ? გეგონება ქვეყანაში ომბუდსმენი რაიმეს წყვეტს. ომბუდსმენის დასკვნას ეფუძნება ჩემი წერილი. ვინმემ რამე ყურადღება მიაქცია? ქვიშაში ქარიშხალია, როგორ აირჩევენ ომბუდსმენს.

პოლიტიკური იზოლაცია „ქართული ოცნების“ და მერე არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, რომელთა გათამაშებაც შეიძლება. მთავარია პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და მოახდინონ ამ ხელისუფლების ლუსტრაცია. მერე უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი არსებობს, რისი კეთება და რისი შეთავაზება შეიძლება, როგორც საზოგადოებისთვის, ისე პოლიტიკური ძალებისთვის.

მაგრამ, იქ იჯდე იმ ხალხთან, ვინც შენს ლიდერს წამებით კლავს, ჩემი აზრით ცოტა რთულია. სააკაშვილის მხარდამჭერი მე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მე  არ მომწონს, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანს აწამებენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g