31 მაისს სოფო ხალვაში იუბილარია. სოფო სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს.
ერთ-ერთმა პირველმა მომღერალმა აჩიკო გოგიტიძემ მიულოცა.
„სოფო, გილოცავ ჩემო საყვარელო და უნიჭიერესო მეგობარო!! იკაშკაშე და იხარე მუდამ შენს უმაგრეს ოჯახთან და მოკეთესთან ერთად, შენი აჩიკო გოგიტიძე“, – წერს აჩიკო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სოფო ხალვაშმა 2006 წელს მონაწილეობა მიიღო „ახალ ტალღაზე“. მუსიკალურმა კონკურსმა მას დიდი წარმატება მოუტანა. მომდევნო, 2007 წელს კი საქართველო „ევროვიზიაზე“ წარადგინა. ყველაზე მასშტაბურ ევროპულ კონკურსზე სოფო ხალვაში პირველი ქართველი მონაწილე იყო.