ქართული პროექტი „თამადა“, რომელმაც პოპულარობა საკმაოდ მცირე დროში მოიპოვა და ახალგაზრდების ერთ-ერთ საყვარელ მუსიკალურ პროექტად იქცა, ახლახან მეორე ალბომის გამოცემა დააანონსა. ალბომი 30 მაისს გამოვა. უკვე მზადაა პირველ კომპოზიციაზე გადაღებული კლიპიც, რომლის რეჟისორიც არის ავი მუსაიფი (avi.musaifi), კომპანია კი, რომელმაც ვიდეორგოლზე იმუშავა – Metro Production-ა. საგულისხმოა, რომ პირველი კლიპის მსგავსად, რომელმაც „თამადას“ პოპულარობა მოუტანა, მეორე ვიდეოშიც „სუხიშვილების“ მოცეკვავე, დავით ჭანიშვილი მონაწილეობს.
„მეგობრებო, ერთი წელიც არ გასულა წინა კლიპიდან და უკვე წარმოგიდგენთ ჩემი და ამ საუკეთესო ხალხის მეორე ნამუშევარს.
არ ვიცი, მართლა ვერ გამოვხატავ, იმხელა მადლობების გადახდა მინდა ყველასთვის, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ პროდუქტის არსებობაში.
„ტიკები” ჰაერშია! მადლობა თქვენ ჩემთან ერთად მაგრად დგომისთვის…
მიყვარხართ…“
ვიდეოს პრემიერა „იუთუბზე“ გუშინ შედგა და ის უკვე ნახ 44.000-ზე მეტმა ადამიანმა.