LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იხურება სკოლები, რესტორნები და ბარები – დანია შეზღუდვებს ხელახლა აწესებს

151
დანია კორონავირუსი

დანიის ხელისუფლება კორონავირუსის, მათ შორის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად კოვიდ შეზღუდვებს ხელახლა აწესებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

ახალი შეზღუდვები ფარგლებში 15 დეკემბრიდან დაწყებითი სკოლები დაიხურება, პარასკევიდან კი ქვეყანაში რესტორნებსა და ბარებს დახურავენ.

ამასთან, დანიელებს მოუწოდებენ, დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ და თავი შეიკავონ სოციალური შეკრებების, მათ შორის საშობაო წვეულებების, გამართვისგან.

ცნობისათვის, დანიაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

გასულ კვირას ერთ დღეში დაინფიცირებულთა რიცხვმა 5 120 -ს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, დანიაში კოვიდშეზღუდვები სექტემბრიდან მოიხსნა. ინფექცია საზოგადოებისთვის კრიტიკულად საფრთხის შემცველ დაავადებად აღარ ითვლებოდა.

დანია 10 სექტემბრიდან კოვიდრეგულაციებს აუქმებს – როგორ მოახერხა სკანდინავიურმა ქვეყანამ შეზღუდვებზე უარის თქმა

გაუქმდა პირბადის ტარების რეგულაციაც.

ბავშვებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციას აღარ სთხოვდნენ.

კარანტინში  მხოლოდ ინფიცირებულები გადადიოდნენ.

სამწუხაროდ დანია სულ რამდენიმე თვეში კოვიდრეგულაციებს დაუბრუნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები