LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია 10 სექტემბრიდან კოვიდრეგულაციებს აუქმებს – როგორ მოახერხა სკანდინავიურმა ქვეყანამ შეზღუდვებზე უარის თქმა

3380
DANIA 33

დანია ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ყველა სახის კოვიდრეგულაციას აუქმებს და 10 სექტემბრიდან პოსტ-პანდემიურ ეპოქაში შედის. 10 სექტემბრიდან ქვეყანაში არანაირი კოვიდრეგულაცია და შეზღუდვა აღარ იარსებებს.

დანიის მთავრობა კორონავირუსს ქვეყანაში აღარ განიხილავს სოციალურად კრიტიკულ დაავადებად. ინფორმაციას ENDEPENDENT -ი ავრცელებს.

„ეპიდემიას ვაკონტროლებთ, ვაქცინაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“ – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ.

მაშინ როდესაც საქართველო კოვიდის მეოთხე ტალღას ებრძვის, იტალიას ყოველდღიურად 50-დან 80-მდე გარდაცვლილი ჰყავს, ისევე როგორც საქართველოს, დანია პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც რეგულაციები მოიხსნება.

რის საფუძველზე დგამს დანია ასეთ გამბედავ ნაბიჯს?

დანია ვაქცინაციის კუთხით სხვა ევროპულ ქვეყანებზე წინაა. ქვეყანაში მოსახლეობის 74.9 პროცენტი ერთხელ აცრილი, ხოლო 70.2 პროცენტი სრულად აცრილია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო და ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი აღარ არის “კრიტიკული საზოგადოებისთვის” და მას, როგორც ჩვეულებრივი გრიპი, ისე მიუდგებიან.

აღსანიშნავია, რომ დანიის მთავრობის პროგნოზით, მომდევნო კვირებში მოსახლეობის 90 პროცენტი აცრილი იქნება.

10 სექტემბრიდან დანიაში ე.წ. კოვიდ პასპორტების კონტროლიც კი უქმდება, რესტორნებში, ბარებსა და ა.შ მოქალაქეები ე.წ მწვანე პასპორტის გარეშე უპრობლემოდ შევლენ.

პირბადეები, დისტანცია და სხვა სახის კოვიდ რეგულაციები ქვეყანაში დიდი ხანია გაუქმებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g