LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იკითხე მეტი“ – წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

516
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია – „იკითხე მეტი“ წამოიწყო. ინიციატივა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციაა.

ქალაქის ქუჩები სავსეა ციტატებით, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად იმახსოვრებენ, ფოტოებს უღებენ, თუმცა მათი ავტორები და კონტექსტი ბევრისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს ციტატების მიღმა არსებული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენას და მისი წაკითხვის წახალისებას.

კამპანიის პირველ ეტაპზე ქალაქის კედლებზე არსებულ ლიტერატურულ გრაფიტებზე სპეციალური სტიკერები გამოჩნდა. „იკითხე მეტის“ სტიკერები, QR კოდთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაიგონ, თუ ვინ არის კონკრეტული ციტატის ავტორი და რომელი ნაწარმოებიდან არის ის. QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი გადადის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე – ikitkhemeti.ge, სადაც თავმოყრილია ცნობილი ფრაზები და წიგნი საიდანაც ის არის აღებული.  

აღსანიშნავია, რომ კამპანიის „იკითხე მეტი” ფარგლებში, სტუდენტები ბიბლუსში Student Card-ით გადახდისას ამ წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თუ ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკის Student Card, შეუკვეთე მარტივად აქ.

„იკითხე მეტი“ გრძელვადიანი ინიციატივაა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g