LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ელოშვილი გახლდათ ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ მოქალაქეების გვერდში დგომით იცნობდნენ: ირაკლი ღარიბაშვილი

217
ღარიბაშვილი - ელოშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ილია ელოშვილი გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ მოქალაქეების გვერდში დგომით იცნობდნენ“.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ“- ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

“გამორიცხულია სუიციდი” – ილია ელოშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ

„ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის.

ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს პრემიერი.

„უნაკლო ადამიანს ჰქონდა მხოლოდ ერთი ნაკლი, უყვარდა იარაღი და მასთან მუდმივი თამაში“ – ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტი მწუხარებას გამოთქვამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g