LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამორიცხულია სუიციდი” – ილია ელოშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ

341
ilia-eloshvili

პირველ ივნისს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაიცვალა.  გარდაცვლილი ილია ელოშვილი  საკუთარ საცხოვრებელ სახლში  მისმა ოჯახის წევრებმა იპოვეს.

ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა –  ელოშვილის მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

მათი თქმით, გარდაცვლილისთვის იარაღის გაწმენდა საყვარელი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.

“ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთან. გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან”, – აცხადებს ლაშა ქევანიშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობლის გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად გაწერილი ჰქონდა.

“დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი”, – აცხადებს გიორგი წიკლაური.

ილია ელოშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ დათუკიშვილი აცხადებს, რომ ილია თავის მეგობრებთან ერთად ყაზბეგში, წვერის მამაწმინდას ეკლესიას აშენებდა, რომლის პროექტიც მზად იყო.

“გამორიცხულია სუიციდი, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია. ამ დღეებში ყაზბეგში ასვლას ვაპირებდით, რადგან ხევში ვაშენებდით ეკლესიას. პროექტი მზად იყო და ვიწყებდით მშენებლობას. ამ ეკლესიას ილიას სახელზე მაინც ავაშენებთ”, – ამბობს მალხაზ დათუკიშვილი.

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა

დავკარგე ძვირფასი ადამიანი, ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს, შეუძლებელია, გადმოვცე, როგორ ვგრძნობ თავს: კალაძე ილია ელოშვილზე

“ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის” – “ადამიანობით გამორჩეული მეგობარი დავკარგე” – როგორ ემშვიდობებიან მეგობრები ილია ელოშვილს

„ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა… მებრძოლი სულის ბიჭი იყო “ – ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g