LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ფილფანის გაუჩინარების ახალი ვერსია: “პოვნის იმედს მაინც არ ვკარგავთ”

76358
249046369

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს უკვე თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა ილია ფილფანის კვალი არსად არ ჩანს. რამდენიმე დღის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოქალაქეების, პირად სატელეფონო ნომრებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა დაკარგული მოზარდის ფოტოსურათით.

ფილფანის ოჯახი შვილის პოვნის იმედს არ კარგავს. სამძებრო სამუშაოებში, ოჯახთან ერთად, ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება და მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი.

ილია ფილფანის გაუჩინარების შესახებ “ფორტუნასთან” ისაუბრა სოფელ ლენჯერში მერიის წარმომადგენელმა. მურთაზ გულედანი მოზარდის გაუჩინარების ორ ვერსიაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი ვერსიით 13 წლის მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, ხოლო მეორე ვერსიით, ბავშვი შესაძლოა, ტყეში დაიკარგა და რომელიმე მხეცის მსხვერპლი გახდა.

“თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს” – აცხადებს მურთაზ გულედანი.

შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი 18 ივლისს, სოფელ ლენჯერში, სახლიდან გავიდა და დაიკარგა.

“დავათვალიერეთ ყველა კამერის ჩანაწერი, რომელიც გზაზე მდებარეობს, მათ შორის არის ბენზინგასამართ სადგურებზე, მაღაზიებსა და სხვა კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების სათვალთვალო კამერები, მაგრამ ბავშვი არსად არ ფიქსირდება” – აცხადებს მერიის წარმომადგენელი.

“ველოსიპედიანი კი არა სატვირთო მანქანით გადავარდნილი ადამიანი ვერ გვიპოვია ისეთი ჩქარი მდინარეა” – ილია ფილფანის გაუჩინარების ახალი ვერსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g