LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წელი ილია ფილფანის გაუჩინარებიდან – რა იცის ოჯახმა დაკარგულ მოზარდზე

187
1

2020  წლის 18 ივლისს 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნდა.

გაუჩინარებული მოზარდის ძებნა სვანეთში მაშინვე დაიწყო, სულ მალე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოქალაქეებს, პირად სატელეფონო ნომრებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა დაკარგული მოზარდის ფოტოსურათით. ილია ფილფანის ფოტო, ცნობით მისი დაკარგვის შესახებ, გავრცელდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მეტროშიც. მალე საქმეში კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ინტერპოლიც ჩაერთო, თუმცა ძებნის ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ილია ფილფანის დაკარგვიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ოჯახს მოზარდის შესახებ კვლავ არ აქვს ინფორმაცია.

საქმის მიმდინარეობაზე საუბრობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, დიმიტრი ნოზაძე და ამბობს, რომ გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ, უწყებების მიერ არანაირი მტკიცებულება არ არის ამოღებული, არც ველოსპედი, არც ტანსაცმელი და არანაირი ისეთი ინფორმაცია არ აქვთ, რომ იცოდნენ, არის თუ არა ბავშვი ცოცხალი, ან სად იმყოფება:

“ხელჩასაჭიდი კონკრეტულად, ილია ფილფანის საქმეზე არაფერი არ არის. ერთი წელი შესრულდა ზუსტად გუშინ, არაფერი არაა ამოღებული არც ველოსპედი, არც ტანსაცმელი, არანაირი ისეთი ინფორმაცია არ გვაქვს რომ ვიცოდეთ ეს ბავშვი ცოცხალია, სად იმყოფება.

საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა 20 წლის წინათ ბაბუამისიც, ისიც სახლიდან გავიდა და მის შემდეგ მის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. არც ის იციან ცოცხალია, გარდაცვლილია რა ვითარებაში გაუჩინარდა, ხელწერა ფაქტობრივად იგივეა.” – აცხადებს იურისტი, დიმიტრი ნოზაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები