LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მითხრა, სანაპიროზე ვნახეო: ფილფანები დაკარგული ბიჭის კვალზე გავიდნენ?

348
FILFANI

13 წლის ილია ფილფანს უკვე ერთი კვირაა ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. გარდა ამისა, ოჯახმა გააკეთა განცხადება, რომ მათი შვილის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 50 ათასი ლარით დააჯილდოვებდნენ.

50 000 ლარი ჯილდო იმას, ვინც ილია ფილფანის ადგილსამყოფელი იცის

„ფორტუნასთან“ საუბარში ილია ფილფანის მამა დათო ფილფანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით, მათი შვილი აჭარაში, სანაპიროზე შენიშნეს. 

დამირეკა ერთმა კაცმა და მითხრა, რომ ჩემი შვილის მსგავსი ბიჭი ნახა, აჭარაში, სანაპიროზე. ისიც მითხრა, თუ იპოვეთ, ფული არ გვინდაო. ახლა მისი მოწოდებული ეს ინფორმაცია მოწმდება. ჯერჯერობით სიახლე არაა.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ თუ ვინმე მიაწვდის ოჯახს მასზე რაიმე სახის ინფორმაციას, ჯილდოს მიიღებდა, ბევრმა დარეკა ამ განცხადების შემდეგ?

ბევრი არა, მაგრამ რეკავენ. ყველა ინფორმაცია მოწმდება. თუ ინფორმაცია დაგვეხმარება ჩემი შვილის პოვნაში, რასაკვირველია, იქნება პრემია. თუ ადგილდებარეობას გვაჩვენებენ, მიიღებენ ძალიან დიდ პრემიას.

იმედი, რომ ჩემს შვილს ვიპოვით, არის. ზოგიერთ ადამიანს არ უნდა, რომ მათზე არ ვილაპარაკო. ასეთ შემთხვევაში მე არავის არაფერს ვეუბნები და საკუთარი ძალებით ვცდილობ ინფორმაციის გადამოწმებას. თუ ადამიანი არაა წინააღმდეგი, მათ მოწოდებულ ინფორმაციას პოლიციას ვაწვდი. პოლიცია, რასაკვირველია, უფრო კარგად გაერკვევა სიტუაციაში და უფრო კარგად მოძებნის.

 

შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანს სოფელ ლენჯერში ბებიასთან იყო სტუმრად. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები