LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე რომის პაპს და მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს

421
1554813128_ilia-meore-patriarqi

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს თანაგრძნობა გამოუცხადა 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვის გამო.

„თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული“, — სწერს ილია II რომის პაპს.

 

 

პრეზიდენტ ემანეულ მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია: „მთელი მსოფლიო შეშფოთების ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“.

 

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g