LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: სტიქიური მოვლენები გარდაუვალია, მაგრამ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი

98

სტიქიური მოვლენები გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს არის სასიხარულო დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის შობა და დღესვე არის მძიმე დღე, სვანეთში წყალდიდობა მოხდა.

„სვანეთში წყალდიდობა მოხდა, წაიღო ექვსი ხიდი, სამი სახლი, მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ჩვენ დღეს შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა მოგვანიჭოს უფალმა, აკურთხოს ერი თავისი მშვიდობით. დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან. ჩემი აზრით, სტიქიური მოვლენები გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს. როცა სტიქიური მოვლენები ხდება მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სძლიონ ამ მოვლენებს . წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g