აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის გუნდი NASA-ს ესტუმრა.
ალექსანდრე ქართველის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ რობოტების შეჯიბრში ვეკუას სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. გამარჯვებულ გუნდს შეჯიბრის სპონსორებმა NASA-ს ლაბორატორიაში ექსკურსია უსახსოვრეს!
გუნდის წევრებმა თავიანთ მენტორთან – ნათია ჯანდაგაშვილთან ერთად მოიარეს NASA, გაიცნეს იქ მომუშავე ინჟინრები…
ილია ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლეები ლეგენდარულ NASA-ს ვონ კარმაანის აუდიტორიაში დაესწრნენ რამაზ ბლუაშვილის ლექციას – ვოიაჯერის, ჩაკრულოს და საქართველოს შესახებ.