საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი პარალელურად მონტენეგროს კლუბ ”ბუდუჩნოსტს” გაწვრთნის. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ”ბუდუჩნოსტმა” საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.
ზუროსი პოდგორიცას “ბუდუჩნოსტში” ვლადო შჩეპანოვიჩს შეცვლის. ზუროსმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.