LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი Covid-19–ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, რადგან დარწმუნებულია რომ „კოვიდ–რისკი“ არ ემუქრება

125
ilonmask20101

„ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა ,,ნიუ იორკ თაიმსისს” საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრი საკითხი განიხილა. მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ყველაფერზე თავისი პოზიცია აქვს და შესაბამის პროგნოზებსაც აკეთებს.

ვფიქრობ, რომ სამყაროს აღსასრულამდე ჯერ ძალიან ადრეა“ – განაცხადა მასკმა, „თუმცა აუცილებლად უნდა ვიჩქაროთ და ყველაფერი მოვასწროთ.“

რაც შეეხება დღევანდელობის ყველაზე აქტუალურ თემას – კორონავირუსს, მასკმა განაცხადა, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. მას სჯერა, რომ პანდემია მასა და მის შვილებს არ ემუქრებათ.

მილიარდელმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიც გააპროტესტა და ხელისუფლებას დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დასდო ბრალი. უაზრო აკრძალვების გამო ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

შეგახსენებთ, რომ მასკის პროგნოზის მიხედვით, აშშ–ში კორონავირუსი აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, მისი წინასწარმეტყველება არ ახდა. მიუხედავად რთული ეპიდ–ვითარებისა, ილონმა საყოველთაო წესები არაფრად ჩააგდო და „ტესლას“ რამდენიმე ქარხანა მაინც აამუშავა.

ჟურნალისტთა კითხვებს ამერიკელი მოკლედ პასუხობდა – „ყველა კვდება“. „ტესლას“ თანამშრომელთა შორის ინფიცირების შემთხვევებზე კი მან კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g