ილონ მასკმა ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდება დაიბრუნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, “ტესლას“ ხელმძღვანელის ქონება ისტორიულ მაქსიმუმამდე – 347,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს კი „ტესლასა“ და მის მფლობელობაში მყოფი სხვა კომპანიების აქციების ზრდის ფონზე მოხდა, გარკვეული როლი ითამაშა ასევე მასკისა და ამერიკის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეგობრობამაც.
როგორც The Guardian წერს, ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე Tesla-ს აქციები დაახლოებით 45%-ით გაიზარდა და 1,13 ტრილიონ დოლარს მიაღწია. იზრდება მასკის სხვა კომპანიების კაპიტალიზაციაც: ტრამპის გამარჯვების ფონზე ახალი ინვესტორებიც მოიზიდა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნამდვილი გარღვევებიც აქვს.
რაც შეეხება „ტესლას“ წარმატებას, ის უკავშირდება ტრამპის გუნდის წინა საარჩევნო დაპირებას უპილოტო ავტომობილებისთვის გზის გახსნის შესახებ. მომავალი პრეზიდენტი აპირებს, რომ ავტონომიური სისტემები აშშ-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.