LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი რამდენიმე ფეშენებელურ სახლს ყიდის – ბიზნესმენი უძრავი ქონებისგან თავისუფლდება

585
28007012-0-image-a-31-1588641550996

„ტესლას“ დამაარსებელი ბიზნესმენი ილონ მასკი სახლებს ყიდის. ოთხი მდიდრული ვილა ლოს–ანჯელესის ტერიტორიაზე მდებარეობს და საერთო ღირებულება 62,5 მილიონი დოლარია.

სახლების შეძენას დეველოპერული კომპანია Arya Chalon LLC გეგმავს, რათა შემდეგ ისინი ერთ მასშტაბურ პროექტში გააერთიანოს.

აღსანიშნავია, რომ ეს სახლები არ არის პირველი რასთან გამომშვიდობებაც მილიარდელმა გადაწყვიტა და გასული მაისის თვეში მან კიდე ორი ვილა გაყიდა. სახლების საერთო ღირებულება 39,5 მილიონი დოლარი იყო. კიდევ რამდენიმე თვით ადრე მასკი 29 მილიონ დოლარად შეფასებულ კომპლექსსაც გამოემშვიდობა.

ბიზნესმენმა სახლების გაყიდვასთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ პოსტიც დადო, სადაც თავის უჩვეულო საქციელს არანაკლებ უჩვეულო ახსნა მოუძებნა.

„სახლებს იმიტომ არ ვყიდი რომ ფული მჭირდება, არა ეს ასე არ არის. მე მინდა რომ ჩემი თავი მარსს და დედამიწას მივუძღვნა. უძრავი ქონება კი უბრალოდ მიწისკენ მექაჩება”, – ამბობს მასკი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g