LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი: „Tesla Roadster–ს ჰაერში ფრენა შეუძლია“

48
teslaroadstar2017

„ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი roadster, რომელიც ჯერ ისევ დამუშავების ეტაპზეა, პირდაპირი მნიშვნელობით მიწაზე ილივლივებს. თუმცა, ფრენის სიმაღლე 1–2 მეტრით განისაზღვრება და მასკი იმედს იტოვებს, რომ ასეთ შემთხვევაში ავტომობილი არავის შეიწირავს.

ახალი მოდელის უჩვეულო ფუნქცია მილიარდელმა ჯო როგანის შოუში გაახმოვანა. აღმოჩნდა, რომ Roadster რაკეტის ფუნქციებს მიიღებს და ეს ტენქოლოგია მას აქამდე არნახული შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

ახალი პაკეტი ავტომობილის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და მას ფრენის ფუნქციასაც დაუმატებს. Roadster ჰაერში ასვლას სარაკეტე მოწყობილობების დახმარებით შეძლებს.

უსაფრთხოების წესების დასაცავად ავტომობილი 1–1,8 მეტრის სიმაღლეზე შეძლებს ასვლას. რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ძრავის წყობიდან გამოსვლის შემთხვევაშიც მგზავრები ცოცხლები გადარჩებიან. მასკმა ისიც დაამატა, რომ ჰაერში ყოფნის დროს ავტომობილს წინ გადაადგილება შეეძლება, თანაც „საკმაოდ სწრაფად“, თუმცა ფრენის დროს შეზღუდავენ.

მოდელის სალონი ორადგილიანი იქნება, უკანა სავარძლებს გააუქმებენ და მათ ადგილას ფრენისთვის საჭირო აგრეგატებს დაამონტაჟებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ელექტროქარი სამ–ძრავიან აგრეგატს მიიღებს და 1034 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ელექტროქარი პირველ „ასეულს“ 1,99 წამში გაივლის. მისი წარმოება კი 2022 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g