მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზე იქნება ფოკუსირებული და ეს ქალაქი შესაძლოა 10 წელზე ნაკლებ დროში აშენდეს. რაც შეეხება მარსს, მის კოლონიზაციას ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდება.
„SpaceX-მა უკვე ორიენტირდა მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობისკენ, რადგან ჩვენ პოტენციურად შეგვიძლია ამას 10 წელზე ნაკლებ დროში მივაღწიოთ, მაშინ, როცა მარსისთვის 20 წელზე მეტი იქნებოდა საჭირო“, – განმარტა მასკმა.

SpaceX-ის მისია უცვლელია – ცნობიერებისა და სიცოცხლის გავრცელება კოსმოსში, იმ სახით, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას.
მარსზე გაფრენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პლანეტები ერთ ხაზზე სწორად არიან განლაგებული და ეს ხდება ყოველ 26 თვეში ერთხელ, ხოლო მგზავრობა დაახლოებით 6 თვეს გრძელდება.

მთვარეზე კი სტარტის განხორციელება შესაძლებელია ყოველ 10 დღეში ერთხელ, ხოლო ფრენის დრო სულ რაღაც 2 დღეა. ეს ნიშნავს, რომ მთვარის პროექტზე მუშაობისას შესაძლებელი იქნება ბევრად სწრაფი ტესტირება, შეცდომების გამოსწორება და პროგრესი, ვიდრე მარსის შემთხვევაში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, SpaceX მარსზე ქალაქის აშენების იდეაზე უარს არ ამბობს და გეგმავს მისი მშენებლობის დაწყებას დაახლოებით 5-7 წელიწადში. თუმცა კომპანიისთვის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია ცივილიზაციის მომავლის დაცვა და ამ მიზნისთვის მთვარე ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზაა.
