LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის დედა ქართული სტარტაპის Cnick-ის ბეჭდის მფლობელი გახდა: „პირად საუბარში ძალიან აღფრთოვანებული იყო“

210
cnick

ილონ მასკის დედა ქართული სტარტაპის Cnick-ის ბეჭდის მფლობელი გახდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მეი მასკი პროდუქტით კმაყოფილია.

„უკვე, ილონ მასკის დედა, მეი მასკიც, „კნიკის“ ბეჭდის მფლობელი გახდა. პირად საუბარში ძალიან აღფრთოვანებული იყო პროდუქტით“, – წერს სოციალურ ქსელში კომპანიის დამფუძნებელი კობა ცერცვაძე.

Cnick ხის ჭკვიან ბეჭედს ამზადებს, რომლის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციით არის შესაძლებელი, მათ შორის: უკონტაქტო გადახდებში საკრედიტო ბარათის ნაცვლად, Tesla-ს ავტომობილის გაღებასა და ა.შ.

კომპანია ამერიკაში, აზიასა და ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

 

 

 

„Stack-ს დღეიდან Google Chrome-ის სრულად ჩანაცვლება შეუძლია“ – ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, რომელსაც 11 ინვესტორი ჰყავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები