ილონ მასკმა საკუთარი ონლაინ-ენციკლოპედია Grokipedia წარადგინა. ის ამ პროექტს Wikipedia-ს შემცვლელს უწოდებს. პლატფორმა, მასკის კომპანია xAI-ის ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.
Grokipedia Grok-ის ჩატბოტის ბაზაზეა შექმნილი. ვებ-გვერდზე ნეიროქსელის მიერ შექმნილი 885 279 სტატიაა წარმოდგენილი.
Wikipedia-სგან განსხვავებით, სადაც სტატიებს მოხალისეები წერენ და ასწორებენ, Grokipedia-ს მომხმარებლებს ტექსტების უშუალოდ შეცვლა არ შეუძლიათ.
„Grokipedia აუცილებელი ნაბიჯია xAI-ს მიზნისთვის, რომელიც სამყაროს გაგებას წარმოადგენს“, – განაცხადა მასკმა.