LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა თავისი მე-14 შვილის დედას ფინანსური დახმარება შეუმცირა – ახალი დეტალები

366
page

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკს კიდევ ერთი შვილი შეეძინა. ამჯერად მისი შვილის დედა, საბავშვო მწერალი და ინფლუენსერი, 26 წლის ეშლი სენტ კლე­რია, რომელიც აცხადებს, რომ მას ამ მოვლენის საიდუმლოდ შენახვა სთხოვეს. მისივე თქმით, მასკი მას ეუბნებოდა, რომ მასთან „ბავშვების არმიის“ გაჩენა სურდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ილონმა შვილი რამდენჯერმე უკვე ნახა, თუმცა, ის მის აღზრდაში ჩართული არ არის.

ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. წყარომ გამოცემა People-ს განუცხადა, რომ „ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა თავისის შვილის დედას ფინანსური დახმარება საგრძნობლად შეუმცირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეშლიმ მასკს „დნმ“-ის ანალიზი ოფიციალურად მოსთხოვა და განაცხადი სასამართლოში შეიტანა.

„ის მე მეუბნებოდა, რომ ჩემთან ბავშვების არმიის გაჩენა სურდა“ – ილონ მასკის მე-13 შვილის დედა უახლეს ფოტოებს ავრცელებს და დნმ-ის ტესტის გაკეთებას ითხოვს

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი კიდევ ერთი ძმის შეძენას გამოეხმაურა

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი კიდევ ერთი ძმის შეძენას გამოეხმაურა

ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, 52 წლის ილონ მასკს 14 შვილი ჰყავს – 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან, 3 შვილი გრაიმსისგან, 4 შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუ­ენ­სე­რ ეშლი სენტ კლე­რისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები