LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა „ტესლას” 6.9 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა

83
Untitled design (2)

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, Space X-ისა და “ტესლას” დამფუძნებელი ილონ მასკი “ტვიტერის” სარჩელის გამო Tesla-ს 6,9 მილიარდი დოლარის აქციებს ყიდის.

როგორც BBC წერს, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები მან გასულ კვირას გაყიდა.

როგორც მასკი ამბობს, მას ეს თანხა სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ იძულებული გახდება სოციალური პლატფორმა “ტვიტერი” 44 მილიარდ დოლარად იყიდოს.

შეგახსენებთ, მულტიმილიარდერსა და “ტვიტერს” შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

მხარეებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მასკმა განაცხადა, რომ “ტვიტერის” შესყიდვის სურვილი აღარ აქვს. ამის შემდეგ კომპანიამ მასკს უჩივლა.

მასკი სოციალურ ქსელში “ტვიტსაც” აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილონ “ტესლას” აქციების გადაუდებელი გაყიდვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g