„ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ელექტროქარების მწარმოებლის აქციების გაყიდვა დაიწყო. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი 4,5 მილიონ აქციას გაყიდის და დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. მასკს ბოლო 5 წლის განმავლობაში „ტესლას“ აქციები არ გაუყიდია და ეს გადაწყვეტილება „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული უჩვეულო პოსტის შემდეგ მიიღო.
მილიარდერმა გამომწერებს კითხა, ღირდა თუ არა „ტესლას“ აქციების 10%-ის გაყიდვა, რაც მას 21 მილიარდ დოლარს მოუტანდა. მასკი პირობას დებდა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე თანახმა იქნებოდა. შედეგად 3,5 მილიონიანი აუდიტორიის 57,9%-მა აქციების გაყიდვას დაუჭირა მხარი.
„ტესლას“ დამაარსებლის ინფორმაციით, აქციების გაყიდვა „მილიარდერების გადასახადის“ გადახდის ერთადერთი გზა იყო, რამეთუ მას არც ხელფასი და არც დამატებითი ბონუსები არ გააჩნია.