LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ადამიანებს ბოდიში მოვუხადე – გამყრელიძე

451
AMIRAN GAMYRELIDZE

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის ტესტის პასუხის ლოდინი დიდხანს მოუწიათ.

„აჭარაში ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი. აგვისტოს მერე ტესტირების რაოდენობის დინამიკა არის მზარდი, შეიძლება ერთ დღეს ყოფილიყო 6 ათასი, რაზეც ატყდა ერთი ამბავი ვაი-ვიში, მაგრამ იყო შემდეგი დღეები, როცა გვქონდა 12 და 14 ათასი ტესტი.

აქ დამალული არაფერია, არის ზრდის დინამიკა, თუმცა, საკმაოდ დატვირთულია ეს ლაბორატორიები, ამიტომაც იცით, რომ ტესტის პასუხები აჭარაში იყო დაგვიანებული, ამას ვაღიარებთ და მე ბოდიშიც მოვუხადე ამ ადამიანებს.

ყველა ადამიანს, ვისაც ვუღებთ ტესტს, ვაფრთხილებთ, რომ ტესტს რომ აიღებს, სასურველია სანამ პასუხს გაიგებს, იყოს თვითიზოლირებული“, – განმარტა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 259 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g