LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით! -რაგბის კავშირი

80

რაგბის კავშირი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბორჯღალოსნები მატჩის დასრულების შემდეგ ოკეანეთში ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიდიან, შესაბამისად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს. ბოლო საათების განმავლობაში არა ერთხელ გავრცელდა ინოფრმაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას. გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!” –  აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები