LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ დღის მაგია სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს ცნობიერში“ – ანია ტეილორ-ჯოი გამოტყდა, რომ ფარულად იქორწინა და ქორწილის კადრები გაავრცელა

223
page

ანია ტეილორ-ჯოიმ ინსტაგრამზე შარშანდელი ქორწილის ფოტოები გაავრცელა და გამომწერებს გამოუტყდა, რომ ის და მალკოლმ მაკგრეი ფარულად დაქორწინდნენ.

როგორც ირკვევა, წყვილმა ხელი ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოაწერა, ქორწილი გოტიკურ სტილში კი შარშან, ვენეციაში გადაიხადა.

ქორწილი ვენეციაში – ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკგრეის უახლესი ფოტოები

„1 წლის წინ მე ახალ ორლეანში ჩემს საუკეთესო მეგობარზე ფარულად დავქორწინდი. იმ დღის მაგია სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს ცნობიერში. ჩვენი ქორწინების მეორე (პირველ) იუბილეს გილოცავ ჩემო სიყვარულო, შენ ყველაზე მაგარი ხარ“, – წერს „ლაზიერის გამბიტის“ ვარსკვლავი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის ქორწილში კარა დელევინი, ჯენიფერ გარნერი და მაილს ტელერი იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ანია და მისი გულს სწორი, მუსიკოსი, მალკოლმ მაკგრეი 2021 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ქორწილი ვენეციაში – ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკგრეის უახლესი ფოტოები

ვენეციის აივანი, ჩიტის ნაქარგებით გაფორმებული კაბა და ვინტაჟური განწყობა – ანია ტეილორ-ჯოის მოკრძალებული ქორწილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები