LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის აივანი, ჩიტის ნაქარგებით გაფორმებული კაბა და ვინტაჟური განწყობა – ანია ტეილორ-ჯოის მოკრძალებული ქორწილი

189
page

„ლაზიერის გამბიტის“ ვარსკვლავი, ანია ტეილორ-ჯოი თავის რჩეულზე, მუსიკოს, მალკოლმ მაკგრეიზე დაქორწინდა. მოკრძალებული ცერემონიალი ვენეციაში გაიმართა. ქორწილს სულ 150 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის გახლდნენ ჯოის მეგობრები, კარა დელევინი და ჯულია გარნერი.

პაპარაცებმა პატარძალი მაშინ გადაიღეს, როცა ის ვინტაჟურ აივანზე პოზირებდა. 27 წლის მსახიობს კრემისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მკერდზე ჩიტი ჰქონდა ამოქარგული. ქორწილის ოფიციალური ფოტოები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

„ყველაზე გამორჩეული კაბა“ – ანია ტეილორ ჯოი გამჭვირვალე კაბითა და ბრილიანტის ყელსაბამით წითელ ხალიჩას იპყრობს

ანია ტეილორ-ჯოის  მისტიკური ფოტოსესია „დიორის“ ულამაზეს კაბებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები