LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ ევროპაში, თქვენ რომ ასე ძალიან გინდათ შესვლა, ბევრი თქვენგანი დაბადებულიც კი არ იყო და ევროპა გაგონილიც არ ჰქონდა, ჩემმა ქმარმა საქართველოს დროშა რომ ააფრიალა, როცა მასზე მეტს გააკეთებთ ქვეყნისთვის, შემდეგ შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაწეროთ“ – ხატია სიჭინავა

243
ხატია სიჭინავა, რამაზ ნოზაძე

„ჩემი ქმრის ვიდეოს დაატარებენ წინ და უკან და აწერენ, ხატია სიჭინავას ქმარი შეწუხდა, ხოდა, არა!“, – წერს ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რითაც რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„ჩემი ქმრის ვიდეოს დაატარებენ წინ და უკან და აწერენ, ხატია სიჭინავას ქმარი შეწუხდა, ხოდა, არა! უნდა დაწეროთ – რამაზ ნოზაძე, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, სხვათა შორის, იმ ევროპის თქვენ რომ ასე ძალიან გინდათ შესვლა, ბევრი თქვენგანი დაბადებულიც კი არ იყო და ევროპა გაგონილიც არ ჰქონდა, ჩემმა ქმარმა საქართველოს დროშა რომ ააფრიალა… როცა მასზე მეტს ან მიახლოებითს მაინც გააკეთებთ ქვეყნისთვის, შემდეგ უკვე შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაწეროთ“, – ამბობს ხატია სიჭინავა.

სიჭინავა ივანიშვილზე: „როცა ვუსმენდი, მივხვდი, რომ თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია, წლების განმავლობაში ასე აიყვანო – ვისმენდი შეძახილებს მისი მისამართით – მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ“

„„მართალი გითხრათ, პირველად ვნახე ასე ახლოს ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისა მის არხზე ვმუშაობდი და კაიზერ სოზესავით ვეძებდით ყველა თანამშრომელი, თითქმის ყოველკვირა დარიცხული ბონუსებისთვის.“

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რამაზ ნოზაძე, რომელიც ავტომობილით მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება გადაკეტილმა გზამ გამოიწვია. „ნუ გვაწუხებთ, სამშობლოს თქვენ კი არა, მე ვიცავ,“ – ასე მიმართა მან ერთ-ერთ დემონსტრანტს.

ხატია სიჭინავა: „სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს ! ეს ცალკე შოუ იქნება როგორც ვატყობ ! არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას ! მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა !“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g