LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ქვეყნების დროშის აღმართვა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი აქვს, კანონით დარეგულირდება

152
7768099A-A31E-4322-A8E9-0C56829D02C1_w1023_r1_s

ჰერალდიკის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.

მათივე ცნობით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს.

„ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტი“, – აღნიშნავენ ჰერალდიკის საბჭოში.

ცნობისთვის,  აჭარაში, ციხისძისრში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს. რუსული დროშის გამოფენის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია TV25-მა გაავრცელა.

როგორც “ფორტუნას” სასტუმროს ადმინისტრაციაში განუმარტეს, თუკი სასტუმროს დამსვენებელთა რაოდენობა 45%-ზე მეტს შეადგენს, “კასტელო მარეს” შიდა პოლიტიკაა, მათი ქვეყნის დროშა იყოს გამოფენილი. მათივე განცხადებით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ გადაწყვიტეს, აღნიშნული წესი შეცვალონ და რუსეთის დროშაზე გამონაკლისი დაწესდება.

გაიგეთ უფრო მეტი: 

რა ხდებოდა ციხისძირში და რას ამბობს "კასტელო მარეს" ადმინისტრაცია

თუკი სასტუმროს დამსვენებელთა რაოდენობა 45%-ზე მეტს შეადგენს, "კასტელო მარეს" "პოლიტიკაა მათი ქვეყნის დროშა იყოს გამოფენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g