დევიდ ბოუის მეუღლე, ცნობილი მოდელი იმანი ამჯერად ნიუ-ორკის ქუჩებში გამოჩნდა. იმანი ფოტოგრაფმა კევინ მაზურმა მაშინ გადაიღო, როცა ის სასეირნოდ ძაღლთან ერთად იყო გამოსული. ესაა პირველი შემთხვევა 10 იანვრის შემდეგ, როცა იმანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოვიდა.
ფოტოების ავტორი კევინ მაზურია, რომელიც ბოლო დროს აქტიურად იღებდა მეუღლეებს. იმანს შავი პალტო, ბეწვის მოსასხამი და ხელთათმანი ეცვა. ის ქუჩაში რამდენიმე წუთით გამოვიდა და მალევე დაბრუნდა სახლში. შეგახსენებთ, რომ 60 წლის ლამაზმანი და დევიდ ბოუი 1992 წელს დაქორწინდნენ და საერთო ქორწინებიდან მათ 15 წლის გოგონა ჰყავთ.