სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი დაკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.
როგორც ყიფიანმა განაცხადა, ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, როდესაც პროცესი დასრულდება. კითხვაზე: ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, ყიფიანის თქმით, იტყვის ისეთ რამეს, რაც შეიძლება ჟურნალისტებს გაუკვირდეთ.
„სასამართლოში შევალ და როცა გამოვალ, ყველაფერს მოგახსენებთ. იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცალეთ,“ – განაცხადა ყიფიანი.
საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.