LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენ სისულელეს ვისმენ, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს… რას აპირებს შაქარაშვილის ოჯახი – ინტერვიუ გიორგის ბიძასთან

351
FORTUNA.GE (31)

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ექსპერტიზის დასკვნა კი, რომელიც საქმეში ბევრ რამეს მოფენს ნათელს, ჯერ არ არის ცნობილი.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა. საქმის გარშემო არსებულ ვერსიებზე გარდაცვლილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს ვესაუბრეთ.

 

ექსპერტიზის დასკვნას უკვე ყოველ დღე ველოდებით. შეიძლება, იყოს დღესაც და ხვალ. დასრულებისკენ არის პროცედურები და ვიცი, რომ პასუხები დღე-დღეზე იქნება.

არაერთხელ გითქვამთ, რომ თუ ნახეთ, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, ოჯახი მივიღებთ რადიკალურ ზომებსო. რას გულისხმობთ, სამართლებრივი გზით გააგრძელებთ ბრძოლას თუ ქუჩაში გახვალთ?

ჩვენ გამოძიებასთან ერთად მივდივართ და მათთან ვთანამშრომლობთ და საერთო ინტერესები გვაქვს. თუ რაიმე შეიცვლება, არაფერს მოვერიდებით. ბრძოლის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, თუ საფუძველი ოდესმე შეიქმნება, რომელი ადამიანი დათმობს საკუთარი შვილის მკვლელობის საქმეს. მე ასეთი ადამიანი საქართველოში არ მეგულება.

საზოგადოებაში საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. არის ვერსია, რომ შესაძლოა, გიორგი მოკლეს და მეორე დღეს „აღმოჩნდა“ წყალში…

ეს არის აბსოლუტური სისულელე. მკვლელობის მეორე და მესამე დღის ვერსიები იდიოტის მოგონილია. ვიღაც ერთობა ჩვენი უბედურებით და მის ნამუსზე იყოს. ბავშვის მკვლელობას არც ჩვენ არ გამოვრიცხავთ, აქტიურად ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე, მაგრამ ის, რომ მოკლეს და ვიღრაცამ 3-4 დღე შეინახა და მერე მოიშორა, ტყუილია.

რაზე მეტყველებს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ადგილი, სადაც ერთ-ერთი მოწმე იმალებოდა, გადამწვარია?

იმ ადგილიდან ყველაფერი ამოღებულია და ადგილის დაწვას რა აზრი ჰქონდა, არ ვიცი. ყველა ნიმუში და ყველა მტკიცებულება ამოღებული იყო და ექსპერტიზაზეა გადაცემული და ახლა რა უნდა ყოფილიყო იქ დარჩენილი, არ ვიცი, ვერ გეტყვით.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სწორედ იმ ადგილას მოხდა და ხანძარი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს. ეს ვერსია, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რეალობასთან ახლოს იყოს?

იმდენ სისულელეს და არასერიოზულობას ვისმენ ეს დღეები, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვეღარც ვითვლი. ვერ გეტყვით, მაგ ვერსიას აქვს თუ არა არსებობის უფლება. ძირითადად ვისმენ არასერიოზულ ვერსიებს. საღი აზრი  ამ საქმეზე იშვიათად მომისმენია.

ოჯახი რას ფიქრობს იმ ვერსიაზე, რაც რამდენიმე ტელევიზიით აქტიურად ჟღერდება, რომ „ნახალოვკის საძმოს“ ლობირებს ვინმე „კაწრო“ და შესაძლოა, მოწმეების ჩვენებებიც სწორედ ამიტომ იცვლება.

ეს განეკუთვნება სისულელეთა იმ კატეგორიას, რომელზეც გესაუბრეთ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მდინარის პირას, სადაც ცხედარი ნახეს, აღმოჩენილია წინდები და ფეხსაცმლის ნაწილი. ექსპერტიზამ დაადგინა, ვის ეკუთვნის ეს ნივთები?

მდინარის პირას აღმოჩენილია ფეხსაცმლის ლანჩი. რაც შეეხება წინდებს, უბრალოდ ბავშვს არ ეცვა წინდები და შემთხვევის ადგილზე რადგან აღმოჩნდა, ვალდებული იყო ამოეღო გამოძიებას. მაგრამ ბავშვს ეცვა თეთრი წინდები და ამოღებულია შავი წინდა. აშკარაა, ეს ორი დეტალი ერთმანეთთან კავშირში არაა.

ამ დროისთვის ოჯახი რა ვერსიისკენ იხრება. გიორგი მოკლეს თუ ის დევნის შედეგად გადავარდა წყალში?

ჯერჯერობით, ვიხრებით მკვლელობისკენ, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს და თუ დადასტურდა ჩვენი ვერსია, ბუნებრივია შევასრულებთ ჩვენს დაპირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები