LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი და ეს სამწუხარო რეალობაა“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

189
Untitled design (3)

მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, ქულები თავად დაიწეროს“ – ირაკლი კობახიძე

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა და პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახია, რისი რეაგირების გარეშე დატოვებაც კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა.

„ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტმა, ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და ბოლოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით. იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი და ეს სამწუხარო რეალობაა. საქართველოს პრეზიდენტმა იმდენი შეძლო, რომ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა მიიღო. მან იმდენად აშკარად დაარღვია კონსტიტუცია, რომ პრაქტიკულად, საქართველოს საზოგადოებისთვის კონსტიტუციის თავზე გადახევა გამოუვიდა და ამაზე არ რეაგირება, თავად კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g