LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების – ვაიმე რა გვეშველება, მოგვეხმარეთ: ადამიანი ყველაფერს შეძლებს თუ სურვილი აქვს” – გიორგი გახარია

85
1591356837-გიორგი-გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრის უკვირს ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების წუწუნი იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ტურისტი არ არის და ძახილი “რა გვეშველება”, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მამაკაცებისგან. გიორგი გახარიას განმარტებით ადამიანი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს სურვილი, ღირსება, საქმე გააკეთოს. ამის შესახებ პრემიერმა სოფელ ნიქოზის ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება, ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები. ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება. მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ… რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები