LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედა კახიანი: „მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში”

113
imedakaxianinews

მსახიობი იმედა კახიანი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიწვევის შემთხვევაში აუცილებლად გაემგზავრებოდა მოსკოვში, რადგან მსახიობებისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

იმედა კახიანი:

„დღეს რა საშუალება გვაქვს მსახიობებს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და თუნდაც, რუსეთს ვებრძოლოთ? მხოლოდ ის, რომ ჩავიდეთ იქ და ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არავის დასაჩაგრი და არავისზე ნაკლები არ ვართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში და 5 კაციც რომ მოვიდეს და ტაში დამიკრას, მეტი არ მინდა – ის 5 კაციც ხომ ჩემი გახდა?! ჩემი იარაღი ეს არის, სხვა იარაღი მსახიობს არ აქვს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g