LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიდედრს არ მოვწონდი“ – როგორ იხსენებს თავისი სიყვარულის ამბავს იმედა კახიანი

187
იმედა კახიანი მეუღლესთან ერთად

იმედა კახიანი თათია შარანგიასთან თავისი სიყვარულის ამბავზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასიდედროს არ მოსწონდა:

„ჩვენ ხუთი წელი ვიყავით შეყვარებულები, სანამ შევქმნიდით ოჯახს. მაშინ ასე ამბობდნენ, ესენი დადიანო. მართლა დავდიოდით. თბილისს, ალბათ, ათჯერ ვარტყამდით წერეს. ეს იყო ჩვენი გასართობიც, ბედნიერებაც და სიამოვნებაც. შეყვარებულობა ბევრად ცვლის ადამიანს… სიდედრი იყო ჩემი წინააღმდეგი. მე დაწუნებული სასიძო ვიყავი. გული მწყდება, რომ ქალბატონი შურა ცოცხალი აღარ არის დღეს. ოთხჯერ ვიყავი თეატრალური უნივერსიტეტიდან გარიცხული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები