LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი ცნობილი ბებია-ბაბუის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს: „ხუთ წელიწადს ვიყავით შეყვარებულები მე და ფლორა…“

171
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ცნობილი ბაბუის, იმედა კახიანისა და ბებიის, ფლორა ანთიძის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს, რომლებიც ერთად სხედან მცხეთის აგარაკის ეზოში.

იმედა კახიანის დიდი სიყვარულის ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილია. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მსახიობი იხსენებს:

„ხუთ წელიწადს ვიყავით შეყვარებულები მე და ფლორა. მამამისი იყო პოლკოვნიკი, სამხედრო პირი, მკაცრ რეჟიმს მიჩვეული. გამოვიდოდა, მხედავდა, პლეხანოვზე ვიდექი. მერე გაიგო, არტისტიაო. ინსტიტუტი არ დაამთავრაო. არ მოვწონდი, რად უნდოდა ამნაირი სასიძო. მერე კი უთხრა ქალიშვილს, კარგი, გაყევი, მართალია პროფესია არ აქვს, მაგრამ ხან ექიმი იქნება, ხან ინჟინერი და იცხოვრებთ ასეო.

„თეთრ ქარავანს” ვიღებდით ყაზბეგში. მითხრეს, მოდი, აქ წამოიყვანე შენი შეყვარებული, რამდენ ხანს უნდა იყოთ ასე ცალ-ცალკეო. წამომყვა თამაზ მელიავა, გიზი გაბესკირია, აქ დამხვდა ნოდარ დუმბაძე. წავიყვანეთ ფლორა. ჯვარი სიონში დავიწერეთ. მერე 25 თუ 30 კაცი შევიკრიბეთ მეუღლის ოჯახში და აღვნიშნეთ. წავედით ყაზბეგში. იქ განსაკუთრებული შეხვედრა მოგვიწყვეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები