LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედა კახიანი თეატრალურის დიპლომს 82 წლის ასაკში აიღებს

1108
imeda-kaxiani

იმედა კახიანი ჟურნალ „სარკესთან“ სუბრობს. ინტერვიუში ის ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაბადების დღეზე, 82 წლის ასაკში, თეატრალურის უნივერსიტეტი საზეიმოდ გადასცემს დიპლომს, რომელიც აქამდე არ ჰქონია.

იმედა კახიანი:

გინესის რეკორდსმენი გავხდები, მე ხომ თეატრალურიდან რამდენჯერმე გამომრიცხეს. მაშინ სტუდენს ეკრძალებოდა კინოში გადაღება. პირველად „საბუდარელი ჭაბუკის“ გამო გაგვრიცხეს მე და ბელა მირიანაშვილი, მერე პირობა დავდეთ, რომ მეტჯერ არ წავიდოდით კინოში, მერე ისევ დამიძახეს გადაღებაზე, წავედი, ისევ გამრიცხეს და ა.შ.

30 წლისა საქართველოს დამსახურებული არტისტი გავხდი, 40 წლის – სახალხო არტისტი. კინოსტუდიის შტატიანი მსახიობი ვიყავი. უმაღლესი კატეგორიის ხელფასს ვიღებდი. ჰოდა, დავრჩი დიპლომის გარეშე. ახლა ავიღებ, ჩემო ბატონო და მივუჩენ საპატიო ადგილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g