LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს – აშშ-ის საელჩო კონსტიტუციის მიღებაზე

92

საქართველოში აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

”საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები