„იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და „იმედის კვირის“ წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე წერს, რომ სავარაუდოდ, „იმედსა“ და „მაესტროზე“ კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ტელევიზიებს მაუწყებლობა გაეთიშათ.
გთავაზობთ ჟურნალისტის განცხადებას:
“იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!“