LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არსად არ მომიყოლია… ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება, რაც არანამდვილია“ – რა გაიხსენა ნანუკა გულუამ „იმედის“ ეთერში

1177
ნანუკა გულუა

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „კულინარიული დუელი“ სტუმრად ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა იმყოფებოდა.

მსახიობმა გადაცემაში დედამთილთან შეხვედრის და გაცნობის იტორია გაიხსენა.

„ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება, რაც არანამდვილია. ძალიან ვუყვარვარ. იმერელია, გვარად ხუციძე. ორივე მორიელები ვართ, ნოემბერი ჩვენი თვეა. მეოჯახეები, სამართლიანები, ტკბილი და კარგი ხასიათის ვართ.

ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა მაშინ, როდესაც მე და კახა ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით. მასთან სახლში დამპატიჟა და მივედი, ნასვამი ვიყავი. ეს არსად არ მომიყოლია. გემრიელად, კარგად დამხვდა. ბევრი ვილაპარაკეთ, გამოვფხიზლდი რა თქმა უნდა ეგრევე. არაგაპრანჭულად ვილაპარაკეთ, რადგან მაშინ ჩემი მეგობრის დედა იყო და მე მისი შვილის მეგობარი. ჩვენი მეორე შეხვედრა კი მაშინ იოყო, როდესაც კახამ მეუღლედ წარმადგინა. მისი სიტყვები და დალოცვა არასოდეს არ დამავიწყდება“- იხსენებს ნანუკა გულუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g