LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი მაქვს, ბავშვების გადარჩენას შევძლებთ” – გახარია სოფელ ხეთაში მომხდარ აფეთქებაზე

collage

შინაგან საქმეთა მინისტრი, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში მომხდარ აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. გიორგი გახარიას თქმით, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაშავებულები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, გადაარჩინონ.

“როგორც ჩანს აერიათ და სალიარის ნაცვლად იხმარეს ბენზინი, რამაც გამოიწვია აფეთქება. ჩვენი მედიცინა, “ევექსიც” და ჯანდაცვაც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადარჩეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. ჩვენ რეანომობილები გამოვიძახეთ და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ და მივაღწევთ იმ მაქსიმალურ შედეგს, რაც მედიცინას შეუძლია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ,ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია. “სავარაუდოდ სახლში არავინ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც დაბრუნდნენ და აანთეს სინათლე, მოხდა აფეთქება. წინასწარი მონაცემებით, დამწვრია 150 კვადრატული მეტრი ფართობი. ცეცხლი ლოკალიზსბულია”, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g