LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს – კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

257
BeFunky-collage (1)

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ, ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი აქვთ.

„პირველ რიგში, შეწყალება არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ერთადერთი, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში, მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება.

ეს ინტერესი საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით გააკეთოს დასკვნები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს თუ არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g