LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

106
სალომე ზურ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა.

გადაცემა HARDtalk-ში ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს პოლარიზაციის გაღრმავების ინსტრუმენტად იქცეს.

ამასთან, დასძინა, რომ არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს, ამიტომ ახლოდან აკვირდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს.

კითხვაზე – „შეიწყალებდით სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საკმაოდ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალებს მას.

„მიხეილ სააკაშვილის შეწყალების  უფლება არ მაქვს, რადგან სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.  ის ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობით შეწყალება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც სასამართლო საქმის წარმოება დასრულდება.

მე რამდენჯერმე ავხსენი, თუ რატომ არ ვიწყალებ, რადგან აქ პოლარიზაციის ფაქტორია.

საქართველოში პრაქტიკულად არ არის ოჯახი, რომელსაც არ განუცდია მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი, ამიტომ არ ვთვლი, რომ მე უნდა გავხდე დამატებით პოლარიზაციის ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან განიცადოს გამოუსწორებელი შედეგები.

ამიტომ, მე ყურადღებით ვაკვირდები ინფორმაციას, დღეს ველოდი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნას, თუმცა ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. მე საჯაროდ ვამბობდი, რომ ვფიქრობ, დამატებითი მკურნალობის მისაღებად ის უნდა იყოს ექსტრადირებული, არ ვიცი რა არის ზუსტი ტერმინი, ის 6 თვეა კლინიკაშია. საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა:

პრეზიდენტი: არ მგონია, რუსეთი ახლა საქართველოში შემოიჭრას, მაგრამ შეიძლება დროის რაღაც მომენტში ცდუნება გაუჩნდეს, ქულები დაიწეროს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები