LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს, რომ მათი ამნისტიის პროექტი მიშელის შეთანხმებას აცდენილია: ჯაფარიძე

39
ბადრი ჯაფარიძე

“იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს იმას, რომ დღევანდელი ფორმით მათ მიერ შემოთავაზებული  ამნისტიის პროექტი აცდენილია შარლ მიშელის შეთანხმებას,” – აცხადებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ, ალტერნატიულ კანონპროეტქში ჩამოყალიბებულ პრინციპულ საკითხებს გაითვალისწინებს.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა და მათ მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა სრულად შეესაბამება სარლ მიშელის შეთანხმებას:

“ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირებულია სრულად შეესაბამება იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ შევუერთდით და შარლ მიშელის შეთანხმება ეწოდება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს იმას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული დღევანდელი ფორმით ამნისტიის პროექტი აცდენილია შარლ მიშელის შეთანხმებას და სულისკვეთებას და გაითვალსიწინებს ჩვენს კანონპროეტქში ჩამოყალიბებულ ჩვენთვის ძალიან პრინციპულ საკითხებს.” – თქვა ჯაფარიძემ.

შგახსენებთ, “ქართული ოცნების” კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ ამბობს.

შარლ მიშელი იმიტომ იყო აქ ჩამოსული, რომ ჯალათი პოლიციელები დაეცვა? – პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” პროექტს განიხილავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g