ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საკუთარი გულისტკივილი მან მეუფე სპირიდონს წერილობით მიმართვაში გამოუხატა და იმედოვნებს, რომ ეს „მამხილებელი წერილი მისთვის ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი მარცვალი იქნება“.
„მეუფეს, მე ვფიქრობ, რომ ამომწურავად ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში დავუფიქსირე და როგორც ვწერ წერილში, რომ იმედია, რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი მისი მხრიდან და შეურაცხყოფილი და იმედი მაქვს, რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზასა ზედა და ეკალ-ბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ, რომ ამან უნდა გამოიღოს, ამ მხილებამ და მოწოდებამ, ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება,“ – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).
შეგახსნებეთ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა ამბიონიდან მეუფე პეტრეს „უგუნური და ჭკუა დაკარგული“ უწოდა.
მთავარეპისკოპოს სპირიდონის გაღიზიანება მეუფე პეტრეს სატელევიზიო ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც მან, ციანიდის საქმის გამო, პატრიარქი გააკრიტიკა და თქვა, რომ მწყემსი კეთილის მითი დაიმსხვრა.