LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის ეპარქიაში დაშავებულებიდან ერთ-ერთ თბილისში გადმოიყვანეს

125
მარტვილი

მარტვილში ეპარქიის რეზიდენციის აივნიდან ჩამოვარდნილი მედიის წარმომადგენლებისგან ერთ-ერთი თბილისში გადმოიყვანეს.

დანარჩენი ხუთი დაშავებული – მათ შორის, “რუსთავი 2-ის” ოპერატორი – მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

გვიან ღამით ერთ-ერთი დაზარალებული ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე (კალაიჯიშვილმა) მოინახულა. მოგვიანებით მან კომენტარიც გააკეთა და მომხდარი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ორგანიზებით ეკლესიაზე თავდასხმად შეაფასა.

მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიაში მომხდარი მოვლენები წინასწარ მომზადებული სცენარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები