ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ დღეს ეპარქიაში მომხდარი მოვლენები წინასწარ მომზადებული სცენარია.
მეუფე სტეფანე ეპარქიის დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები კონკრეტული ძალის მიერ არიან მართული და რაც დღეს ეპარქიაში ხდება, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს
„აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია. დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არაფერი ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჩემი მხრიდან ან ჩემი კურთხევით არ ყოფილა. მე ჩავიწერე ყველა კითხვა, რისთვისაც უნდა გამეცა პასუხი. ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი, მეორე ფლანგი ჰყავდათ კარებთან. დაიწყეს ყვირილი და არ მომცეს სიტუაცია წყნარ სიტუაციაში მესაუბრა. ეს ხალხი არის სულ სხვა ხალხი. ეს მრევლი არ არის, წინასწარ მომაზდებულია სცენარი, რაც დღეს უნდოდათ განხორციელება და მამები არიან აქ, რომლებიც დაადასტურებენ. ასევე გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ვინ როგორ იქცევა. ჩემს გადაყენებას რატომ ითხოვენ, მაგათ ჰკითხეთ. ესენი შეთქმულები არიან”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.